ჩვენი გუნდი

ქეთი ოდიშელი

#ასტროლოგია

„ადამიანებს თავისი ვარსკვლავები ჰყავთ,  ყველა მათგანი ერთმანეთისგან განსხვავდება. ზოგიერთისთვის ვარსკვლავები გზამკვლევებია, სხვებისთვის - ისინი უბრალოდ, პაწაწინა, მოციმციმე ცეცხლის ალებია, სწავლულისთვის - ისინი თავსატეხია, საქმოსნისთვის -ოქრო.....და შენ, შენც  გყავს შენი ვარსკვლავი, ისეთი, როგორიც სხვას არავის ჰყავს... „

                                                                                               ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი

ბავშვობიდან გატაცებული ვარ მუსიკით, სპორტით, ხატვით, ვარსკვლავეთით  და   საერთოდ  ამ   უკიდეგანო  სამყაროთი...
ბუნებრივი   იყო  ვარსკვლავებთან ჩემი დამეგობრება, წიგნის თაროებზე მხატვრულთან ერთად,  ასტრო-ეზოთერული ლიტერატურაც საკმაოდ  მრავლად  მოიპოვებოდა.   დიდი ინტერესით  ვადევნებდი თვალს  ბებოს და დედას, რომლებიც   ბატონ  მიხეილ  ცაგარელის  გადაცემებს განსაკუთრებული  ყურადღებით  უსმენდნენ  და  მეც  მიჩნდებოდა  სურვილი   გამეგო,  ამომეხსნა  სამყაროსეული   საიდუმლოებები. 
ასე დაიწყო ჩემი მოგზაურობა  უკიდეგანო  ცისქვეშეთში...  ვერძი, კურო, მშვილდოსანი, მზე, მთვარე იუპიტერი, ნოსტრადამუსი, გლობა, ვრონსკი....
ეს სამყარო  და ადამიანები ყოველთვის დიდ ინტერესს  იწვევდა ჩემში, თანდათან გავეცანი ზოდიაქოს ნიშან-თვისებებს, ვაკვირდებოდი, ვაანალიზებდი და ძალიან მიხაროდა, როდესაც  ჩემი  დაკვირვების  შედეგები  და  გარკვეულ  ფსიქოტიპის   საერთო სახასიათო შტრიხები  მსგავსი  იყო, მერე  იმასაც   მივხვდი,  რომ ეს ინფორმაცია  ადამიანებთან   ურთიერთობასაც  მიადვილებდა.
ასტროლოგიასთან ერთად  თანდათან  დავინტერესდი  სხვა  ეზოთერული  სფეროებით : ფსიქოლოგია, ტარო, რუნოლოგია, ნუმეროლოგია, რეიკის სისტემა,  ბედის ბანქოები... ასე     შემოვიდა  ჩემს  ცნობიერებაში:  ქრისტიანობა, ბუდიზმი, ზოროასტრიზმი...   
ვარსკვლავეთში თუ ერთხელ შეაბიჯე, არ მგონია   ეს  სამყარო  ადვილად დათმო, ისეთი საოცარი, საინტერესო, იდუმალი, დიდებული და შთამბეჭდავია ვეღარ მოსცილდები, ვერ განერიდები...  ასე Astro - ფერხულში ჩაბმული, მათ ნაამბობს აყოლილი სიყვარულით გავყურებ უკიდეგანო,  უმშვენიერეს  სამყაროს თავისი ყველა გამოვლინებით, ვგრძნობ თანადგომას, კავშირს,  ძახილს,  მასთან  ურთიერთობა  ავსებს  და  აფერადებს  ჩემს  ყოველდღიურობას.
დღეს ირგვლივ ძალიან ბევრი ასტროლოგია - სხვადასხვა ხასიათით, ტიტულებით, რეგალიებით, სკოლებით... ეს კარგია...
გავხედოთ ვარსკვლავეთს და ვიპოვნოთ გზა, რომელიც ჰარმონიულად და კომფორტულად გვაგრძნობინებს  თავს  სამყაროში,  საკუთარ თავთან,  ეს ყველაფერი კი ბედნიერი ცხოვრების საწინდარია...და  რაც  უფრო  მეტი  ადამიანი  გაერკვევა  კოსმიურ  კანონებში,  რაც  უფრო  მეტი  ადამიანი  შეიცნობს  საკუთარ  თავს,  მით  მეტი  სიკეთე  და  ჰარმონია, ჯანსაღი  და  სასიკეთო  ენერგიები  დაისადგურებს   ჩვენს  ირგვლივ. 
მე ვარ Astro.geს ასტროლოგი ქეთი ოდიშელი. მოხარული  ვიქნები  თუ  თქვენს ცხოვრებაში პოზიტიურ,  სასიკეთო  ცვლილებებს  შემოვიტან.     

გიორგი გარბერი

#ასტროლოგია

პროფესიონალი ასტროლოგი. დავამთავრე კლასიკური ასტროლოგიის უმაღლესი სკოლა.
ვეწევი კვლევით ასტროლოგიურ და საკონსულტაციო პრაქტიკას. ვმუშაობ ნათალური, პროგნოსტიკული და სინასტრიული ასტროლოგიის მიმართულებით.

გთავაზობთ პირადი ნათალური ჰოროსკოპის შედგენასა და დეტალურ, სინთეზურ ანალიზს. პირადი ცხოვრებისეული მოვლენების განვითარების ტენდეციების პროგნოზირებას მიმდინარე წლისათვის.

სინასტრიას - ორი პიროვნების ასტროლოგიური შეთავსების ანალიზს. 
სინასტრიული ანალიზი ვრცელდება როგორც ქალისა და კაცის ურთიერთშეთავსებაზე, ასევე ოჯახური, მეგობრული, საქმიანი და ნებისმიერი სხვა სახის ურთიერთობებზე.

Георгий Гарбер, профессиональный астролог, закончил Высшую Школу Классической Астрологии. Веду исследовательскую и консультационную практику. Работаю в области натальной, прогностической и синастрической астрологии, т.е. составление и анализ гороскопа рождения, общий прогноз на год, анализ совместимости между людьми.

(+995) 577 52 29 43

თიკა ქოქაშვილი

#ფენშუი

სიამაყით მინდა ავღნიშნო, რომ მსოფლიოში ცნობილი ფენ შუის პედაგოგის - ლილიან ტუს მოსწავლე გახლავართ. დიდი ბრიტანეთში დამთავრებული მაქვს   ფენ შუის ფაკულტეტი, სადაც დიპლომი გადმომეცა. 2017 წელს კი მალაიზიაში ლილიან ტუსთან მივიღე ფენ შუის სპეციალისტის დიპლომი და ვარ ლიცენზირებული პირველი სპეციალისტი მთელს საქართველოში.
გარდა ამისა ნუმეროლოგიის, პოზიტიური ფსიქოლოგიის, რეიკის დიპლომირებული სპეციალისტიც გახლავართ. ჩემთან შესაძლებელია ფენ შუის სხვადასხვა მომსახურების მიღება, როგორიცაა: პერსონალური ბაცზის კალენარი (მთელი წლის), მთელი თვის ინდივიდუალური პროგნოზი, დადებითი და უარყოფითი დღეების დადგენა, რეკომენდაციები მნიშვნელოვანი საქმეების გამოთვლის და საქმიანი შეხვედრებისთვის. თქვენ შეძლებთ შეარჩიოთ იდეალური დღე, დაგეგმოთ ექიმთან ვიზიტი, ბიზნესის განხორციელებისთვის  ხელსაყრელი პერიოდის, მნიშვნელოვანი დღეებისა და თარიღების  დადგენა, გეცოდინებათ როდის იყიდოთ ძვირად ღირებული ნივთები. 
სწორი თარიღის არჩევა ნებისმიერი მნიშვნელოვანი მოვლენის წინ, სხვა სახლში გადასვლა ან ქალაქის შეცვლა,კომპანიის დაარსება, კონტრაქტებზე და საბუთებზე ხელმოწერები და კონტრაქტების დადება, სახლის ნათალური რუკა, პროექტი და ფერები, ლანდშაფტის შერჩევა როგორც ბიზნესს ასევე პერსონალური გარემოს დაგეგმარებისთვის, თქვენთვის იდეალური სახლის შერჩევა, ამ ყველაფრით შევძლებთ თქვენი სახლი გავხადოთ უფრო მყუდრო, იქ დაისადგურებს ბედნიერება, სიყვარული, სიმდიდრე და ჯანმრთელობა.
ჩვენ გასწავლით თუ როგორ იცხოვროთ სახლსა და თქვენს გარემოში ჰარმონიასა და ბალანსში, ჩვენ დაგეხმარებით რათა გახდეთ მეტად წარმატებულნი და ბედნიერნი. ♥