ამერიკის ასტროლოგთა ფედერაციის წევრი

საკონტაქტო ინფორმაცია

ASTRO.GE
საქარველო, თბილისი
ჟ. შარტავას 41
ტელ.: 579 15 45 20; 591 409 629

Астролог Георгий Гарбер - (+995) 577 52 29 43

პროგრამის შესახებ

პროგრამა პროცესორს წარმოადგენს, რომელიც ასტროლოგიურ პარამეტრებს აგენერირებს (ითვლის) და მომხმარებლისთვის გასაგებ ენაზე (როგორც ტექსტობრივი ისე გრაფიკული სახით — HTML,SVG,JPG,PDF) აკონვერტირებს. ის პროგრამული ენების: PHP, MYSQL, JAVASCRIPT, HTML, SVG და CSS ბაზაზეა შექმნილი. პლანეტების და ფიქტიური წერტილების გამოთვლა ეფემერიდების ცხრილის მეშვეობით ხდება, ხოლო ასტროლოგიური სახლების — დაბადების დროის ვარსვლავურ დროში გადაყვანით და შემდგომ გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით პლაციდუსის ცხრილის დახმარებით. პროგრამა ითვალისწინებს დროის (GMT) სხვაობას თითოეული წლისთვის. დროის ეს სხვაობები ასტროფიზიკოსების და ასტრონომების მიერ დამოწმებულია.

პროგრამის მეშვეობით პირადი ჰოროსკოპის, პროგნოზების (თვის და წლის ტრანზიტები, დირექციები, სოლარი და ლუნარი), სინასტრიის (ადამიანების ურთიერთობის პოტენციალის) შედგენაა შესაძლებელი. ინტერპრეტაციისთვის პროგრამა იყენებს ფრენსის საკოიანაის და სხვა ასტროლოგთა ბაზებს, რომლებიც ასტროლოგიურ კლასიკად მიიჩნევა.

გადახდის სისტემა


ჩვენი პარტნიორია თიბისი ბანკი. გადახდის შემთხვევაში ბანკის ინტერნეტ გვერდზე გადამისამართდებით და აირჩევთ გადახდის მეთოდს (VISA/MASTERCARD). რის შემდეგაც შეიყვანთ თქვენი ბარათის მონაცემებს და განახორციელებთ გადახდას. მონაცემთა გადაცემა ხორციელდება უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით ბანკის ინტერნეტ გვერდზე. ინფორმაცია გადაიცემა დაშიფრული სახით და ინახება მხოლოდ სპეციალიზირებულ საბანკო სერვერზე. რამდენიმე წამში დაგიდასტურდებათ შეკვეთის შედეგი და სასურველ სერვისს ჩვენს ვებ-გვერდზე მიიღებთ.



მოგვწერეთ!

მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები, შენიშვნები, იდეები. მოგვწერეთ თანამშრომლობის სურვილის შემთხვევაშიც. ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ.

შევძლებთ გიპასუხოთ სამუშაო დღეებში!

მონიშნეთ ღილაკი!

რატომ ჩვენთან?!

ქართულ ენაზე

ეს პირვული ქართული ასტროპროცესორია, შესაბამისად პირად ჰოროსკოპს ქართულ ენაზე იღებთ და პროგრამის ინტერფეისიც ქართულია;

დაზოგეთ დრო

მომსახურება არის უსწრაფესი. პროგრამა ფაქტობრივად წამებში ადგენს თქვენს პირად ჰოროსკოპს და დრო არ გეკარგებათ;

დაბალი ფასი

თქვენ ზოგავთ ფინანსებს. საქართველოში პირადი ჰოროსკოპის შედგენის საბაზრო ფასთან შედარებით და ჩვენი სერვისის მაღალ ხარისხის და ვრცელი მოცულობას გათვალისწინებით, ფასი დაბალია;

მაღალი ხარისხის დოკუმენტი

შედგენილ ჰოროსკოპს, თანმიმდევრულად ჩამოყალიბებულს, PDF დოკუმენტის სახით იღებთ. ასევე შესაძლებელია მისი ამობეჭდვა, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, შემდგომ ეტაპებზე, თუნდაც წლების შემდეგ, თქვენს პირად ჰოროსკოპს კვლავ ჩაუუღრმავდეთ.

დამოწმებული მონცემები

ჩვენს პროგრამაში ზუსტად არის გათვალისწინებული საქართველოს GMT, სასაათო (გეორგაფიული) სარტყელი და დეკრეტული დროის ცვლილებები წლების მანძილზე. რისი წყაროც შესაბამისი დარგის მეცნიერების მიერ მოწოდებული ინფორმაცია და საკანონმდებლო ბაზაა (იხილეთ მაგალითი: დკრეტული დროის შესახებ კანონი). საქართველოში პოპულარულ პროგრამში ZET-ში და სხვა უამრავ პროგრამაში ხანდახან ეს სიზუსტე საქართველოსთან მიმართებაში დაცული არ არის.

თავსებადობა მობილურებთან

პროგრამა მობილურ, პლანშეტურ (ყველა სახის მოწყობილობებთან ) თავსებადია.