• მთვარის დღეები — 2018
  • მე-2. 8 - დეკ — 08:57
  • მთვარის მეორე დღის პერიოდში მავნე საკვებისგან და ალკოჰოლური სასმელებისგან თავის შეკავებაა საჭირო, მაგრამ ნელ-ნელა ყავის შემოტანა რაციონში დასაშვებია. საკვები დიდი რაოდენობით არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ. ორგანიზმს კალორიები განსაკუთრებით ესაჭიროება. ამიტომ მიიღეთ: თხილეული, ჩირები და ბოსტნეულის სალათები. განსაკუთრებით იკრძალება ჰამბურგერები, ჰოთ-დოგები და სხვა ნახევარფაბრიკატი საკვები. თუ სპეციალურად თქვენი  ორგანიზმისთვის შედგენილ დიეტას დაიცავთ, დიდ სარგებელს მიიღებთ. დიეტა უშუალოდ თქვენთვის უნდა იყოს შედგენილი, ორგანიზმის თავისებურებების გათვალისწინებით. ნუ მიიღებთ ისეთ საკვებს, რომელიც ჯანსაღად ითვლება, მაგრამ თქვენი ორგანიზმი ვერ აღიქვამს. 

  • მე-3. 9 - დეკ — 09:51
  • მთვარის მე-3 დღეს რაციონში მცირედი ხორცი შეგიძლიათ ჩართოთ, თუმცა არ ღირს ძეხვის, სოსისებისა და შებოლილი ხორცეულის ჭამა. აჯობებს ახალი ცხვრის ხორცი მიირთვათ, ხოლო ხბოს და საქონლის ხორცისგან კერძები სხვა დღეს მოამზადოთ. თუ ქათმის, ინდაურის ან რომელიმე სხვა ფრინველის ხორცი მოგინდებათ, შეგიძლიათ საკუთარ თავს უარი არ უთხრათ, თუმცა ზომიერად უნდა ჭამოთ. სანელებლების მიღებაში თავი არ შეიზღუდოთ. მთვარის მე-3 დღეს სამზარეულოში ტრიალისას რაც მეტ სანელებელს გამოიყენებთ, მით უფრო სასარგებლო საჭმელი გამოგივათ. თამამად ჩაყარეთ კერძში წიწაკა - წითელი, შავი ან ჩილი. გამოიყენეთ ასევე ჯანჯაფილი, პირშუშხა, დარიჩინი, ქონდარი, პიტნა, მდოგვი, ნიორი, რეჰანი, მიხაკი და სხვ. ორგანიზმის გამწმენდი პროცედურების ჩატარება არ ღირს, რადგან ამ პერიოდში ტონუსი მომატებული გაქვთ, ხოლო მსგავსი პროცედურებისთვის ორგანიზმი მაქსიმალურად მოშვებული უნდა იყოს. 

  • მე-4. 10 - დეკ — 10:39
  • მთვარის მე-4 დღეს უპირატესობა მიანიჭეთ მოშუშულ, ორთქლზე მომზადებულ ან უბრალოდ მოხარშულ ბოსტნეულს. მიირთვით ყველანაირი სალათები. ნებისმიერ შემწვარზე ერთმნიშვნელოვნად თქვით უარი. დღეს საკმარისად უნდა მიირთვათ, ოღონდ ზედმეტი არ მოგივიდეთ. მიირთვით ბალახეულის ჩაი, უმჯობესია დამამშვიდებელი ეფექტით - გვირილის, პიტნის ან ბარამბოს ჩაი. უცნობი პროდუქტებისგან თავი შორს დაიჭირეთ, რადგან შეიძლება მათზე ალერგიული რეაქცია დაგეწყოთ, მოწამვლაც კი. ეს არ ნიშნავს, რომ მათი გასინჯვა მკაცრად აკრძალული გაქვთ. უბრალოდ ექსპერიმენტები ახალი სახის საკვებთან რამდენიმე დღით გადადეთ. იკვებეთ ბუნებრივი წარმოშობის პროდუქტებით. 

  • მე-5. 11 - დეკ — 11:22
  • მთვარის ციკლის ამ დღეს საჭმლის მონელების პროცესი, ცხიმებისა და კალორიების წვა განსაკუთრებული ინტენსიურობით მიმდინარეობს. მიღებული პროდუქტები ფუნქციურად გარდაქმნება ორგანიზმის ქსოვილად. ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესი დაუბრკოლებლად რომ წარიმართოს, მძიმე საკვებით მისი გადატვირთვა არ ღირს. დაე, მთვარის მე-5 დღეს მთელი ენერგია არა საჭმლის გადამუშავებასა და მონელებაზე, არამედ მათ გარდაქმნასთან დაკავშირებულ პროცესებზე დაიხარჯოს. ესაა ფაქიზი ენერგეტიკული პროცესი, რომლის შეფერხებამაც იმუნური სისტემის მუშაობის დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს. თავის მხრივ, იმუნიტეტის დასუსტებას რიგი დაავადებების საფრთხე მოჰყვება. საკვების მიღებაში თავს ნუ შეიზღუდავთ, მაგრამ მაქსიმალურად მსუბუქად ჭამეთ. მიიღეთ ბევრი სითხე. სასარგებლოა რძის პროდუქტები: ხაჭო, ყველი, რძე, კეფირი, უცხომო იოგურტი. უარი განუცხადეთ სპირტიან სასმელებს, ნახევარფაბრიკატებს და კონსერვანტების შემცველ პროდუქციას. შეარჩიეთ ვეგეტარიანული საკვები. მთვარის მე-5 დღეს განტვირთვისა და შიმშილობის დღის მოწყობა არ ღირს, ამან ძვლის ქსოვილების დაშლის პროვოცირება შეიძლება მოახდინოს.

  • მე-6. 12 - დეკ — 11:59
  • თუ მთვარის მე-5 დღეს რძის პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული, მთვარის მე-6 დღეს პირიქით, მათზე უარი უნდა თქვათ. ამ დღეს წყლის სტიქია მართავს. განსაკუთრებით მგრძნობიარეა თირკმელი, ამიტომ ლუდს ნუ დალევთ, რადგან თირკმელი ძალიან დაიტვირთება და შედეგების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. დალიეთ იმდენი წყალი, რამდენსაც თქვენი ორგანიზმია მიჩვეული. ნებისმიერი სითხის გადაჭარბებით მიღებამ შეშუპება შეიძლება გამოიწვიოს. საკვები უნდა იყოს მსუბუქი და ნაკლებად ცხარე, რათა სითხის მიღების სურვილის პროვოცირება არ მოახდინოს. ორგანიზმის გამწმენდი პროცედურები ამ დღესაც არ არის სასურველი. 

  • მე-7. 13 - დეკ — 12:32
  • მთვარის მე-7 დღეს უმჯობესია კუჭი არ გადატვირთოთ. გამორიცხეთ თქვენი რაციონიდან ხორციანი და კვერცხიანი კერძები. ეცადეთ ინდივიდუალურ დიეტას მისდიოთ. უარი თქვით მძიმე საკვებზე, რომელმაც შეიძლება დისკომფორტი შეგიქმნათ. მიირთვით მეტი მცენარეული საკვები - ბოსტნეული, ხილი, მწვანილეული. უპირატესობა მიანიჭეთ ნაყოფს, რომელიც არა მიწაზე, არამედ ხეებზე იზრდება, კერძოდ ვაშლს, მსახლს, გარგარს, ალუბალს, ატამს, ასევე ფინიკსა და ბანანს. ამ დღეს თქვენი ორგანიზმი მთვარისგან ენერგიის ძლიერ ენერგეტიკულ ნაკადს მიიღებს. სამკურნალო მცენარეების ჩაი თქვენი სხეულის ყველა ნაწილზე კეთილისმყოფელ გავლენას მოახდენს. თუ ბალახეულის ჩაის მირთმევის საშუალება არ გაქვთ, შეცვალეთ ის მწვანე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში შავი ჩაით. შეგიძლიათ მცირე ოდენობით შავი, ნატურალური ღვინოც მიირთვათ. 

  • მე-8. 14 - დეკ — 13:02
  • მოაწყვეთ განტვირთვის ან შიმშილობის დღე. თუ სამედიცინო მოსაზრებებით შიმშილობა აკრძალული გაქვთ, ამ დღეს ვეგეტარიანული პროდუქტების მიღებით მაინც შემოიფარგლეთ. აჯობებს თუ ბოსტნეულს მოხარშული ან მოშუშული სახით მიიღებთ და არავითარ შემთხვევაში შემწვარს. სპეციალისტები მთვარის მე-8 დღეს ბევრი განსხვავებული პროდუქტისგან შემდგარი კერძების მომზადებას გირჩევენ, მაგალითად: ბორში, ბოსტნეულის ჩაშუშული, რაგუ, სალათები, ოლივიე და სხვ. არ ღირს ორგანიზმის ალკოჰოლით მოწამვლა და ფილტვების ნიკოტინით გადატვირთვა. 

  • მე-9. 15 - დეკ — 13:29
  • მთვარის მე-9 დღეს მკაცრი დიეტის დაცვა აკრძალულია. საკმარისია, თუ სოკოს საფუძველზე დამზადებულ კერძებს არ მიირთმევთ. სოკო - საკმაოდ მძიმე ცილოვანი საკვებია და ყველაზე უწყინარმა სახეობამაც კი ამ დღეს მოწამვლა შეიძლება გამოიწვიოს. ორგანიზმი მძაფრ რეაგირებას მოახდენს ჩვეულ რაციონში შეტანილ ნებისმიერ ახალ პროდუქტზე. მთვარის მე-9 დღე ექსპერიმენტებისთვის შეუფერებელია. ეცადეთ ხორცის მიღებასაც მოერიდოთ. არ ჭამოთ ზედმეტი. მიირთვით მსუბუქი და კარგად ნაცნობი პროდუქტები. ამოიღეთ რაციონიდან რთული კერძები, რომლებშიც ბევრი სხვადასხვა და არანატურალური წარმოშობის პროდუქტი შედის. უპირატესობა მიანიჭეთ ფაფებს. ზიანი შეიძლება მოგაყენოთ სასმელებმა, რომლებშიც დიდი ოდენობით საღებავები და სხვა მავნე ინგრედიენტებია. მაგალითად, სხვადასხვა სახის გაზიანი სასმელები. დალიეთ ნატურალური წვენები და მოერიდეთ ასევე კრემიან ნამცხვრებს. 

  • მე-10. 16 - დეკ — 13:56
  • მთვარის მე-10 დღეს კარგია სუფრასთან მთელი ოჯახის შეკრება. მოიწვიეთ სადილზე ან ვახშამზე ნათესავები, განსაკუთრებით თუ ისინი დიდი ხანია არ გინახავთ. ამ დღეს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, როგორ კომპანიასთან გაიყოფთ ტრაპეზს და არა სუფრაზე მიტანილ კერძებს. შეგიძლიათ მიირთვათ, რაც გნებავთ, მაგრამ ზომიერება დაიცავით. მოამზადეთ რაიმე სუპი და ბოსტნეულის რაგუ. შეგიძლიათ ცოტა სპირტიანი სასმელიც დალიოთ, თუმცა აუცილებლად ზომიერად. მიაწოდეთ თქვენს ორგანიზმს მეტი ვიტამინი, ხილისა და ბოსტნეულის სახით. სვით წვენები, სასურველია ახლადგამოწურული: ვაშლის, სტაფილოს, ფორთოხლის, ალუბლის, პომიდვრის, ქლიავის, ბროწეულის და ა.შ. შეიძლება კომპოტის მოხარშვაც. როგორც წინა დღეებში, ძირითადად ბალახეულის ჩაი მიირთვით. 

  • მე-11. 17 - დეკ — 14:22
  • პროფესიონალ ასტროლოგებში არის აზრთა სხვადასხვაობა, თუ როგორი უნდა იყოს კვება მთვარის მე-11 დღეს. ერთნი ამბობენ, რომ საკვები დიდი ოდენობით კალორიებს უნდა შეიცავდეს, რადგან აქტიური დატვირთვის ფონზე მათი ხარჯვის მაჩვენებელი მაღალია. მეორენი კი მიიჩნევენ, რომ ამ დღის რაციონი ძირითადად მარცვლეულის პროდუქტებისგან უნდა შედგებოდეს, სულაც უმჯობესია თუ საკვებზე უარს იტყვით, რადგან ამ დღეს ორგანიზმი კოსმოსიდან ენერგიის მძლავრ ნაკადებს იღებს. მიენდეთ თქვენს ინტუიციას, ორგანიზმმა თავად იცის, რა სჭირდება ნორმალური ფუნქციონირებისთვის. კარგი იქნება, თუ უკიდურესობაში არ გადავარდებით და ოქროს შუალედს დაიცავთ. თუ გრძნობთ, რომ თქვენი ორგანიზმი დასუსტებულია და ენერგია არ ჰყოფნის, მეტი კალორია მიიღეთ. თუ სიმძიმეს განიცდით, ე.ი. შიმშილობის დრო დამდგარა. სვით რაც შეიძლება მეტი ახალი წვენი, მიირთვით კენკროვნები და ხილის სალათები. 

  • მე-12. 18 - დეკ — 14:50
  • უარი თქვით ყველა მავნე და მძიმე საკვებზე, ასევე სპირტიან სასმელებსა და ნიკოტინზე. არ მიირთვათ ხორცი. თუ ამ რჩევას არ გაითვალისწინებთ, შედეგის დადგომა დიდხანს არ დააყოვნებს. გასული 30 დღის განმავლობაში გაკეთებული მედიტაციის ყველა რეზულტატი ამაო იქნება, ამ დღეს ერთ ჭიქა ალკოჰოლს მაინც თუ მიიღებთ. მთელი თქვენი ძალისხმევა წყალში ჩაიყრება და თავიდან დაწყება მოგიწევთ, რადგან ვარჯიშის პერიოდში მიღებული ენერგეტიკული ინფორმაცია სრულიად წაიშლება. თავი შეიკავეთ კვერცხისა და თევზისგან მომზადებული კერძებისგან. ბოსტნეულის სალათები მცენარეული ზეთით შეაზავეთ. რეკომენდებული არ არის შიმშილობა. განსაკუთრებულ სიამოვნებას თხილეულისა და მზესუმზირის ჭამა მოგანიჭებთ. სვით ხილის წვენები. 

  • მე-13. 19 - დეკ — 15:22
  • მთვარის მე-13 დღის რაციონში ხილისა და ბოსტნეულის სალათები, მსუბუქი სუპები, მოშუშული ბოსტნეული, წვენები და მარცვლეულის ფაფები უნდა ჭარბობდეს. მიანიჭეთ უპირატესობა ზღვის პროდუქტებს. თუ წინა დღეებში ახალი, გაუსინჯავი პროდუქტებისგან თავის შეკავებას გირჩევდით - დღეს სწორედ ამის დროა. გადახედეთ კულინარიულ წიგნებს და აღმოაჩინეთ ახალი რეცეპტები. შეგიძლიათ ექსპერიმენტის სახით რაიმე ეგზოტიკური კერძიც მოამზადოთ. ერთადერთი გაფრთხილება - პორციები უნდა იყოს ზომიერი, რათა ორგანიზმმა ახალი პროდუქტები არ უკუაგდოს. 

  • მე-14. 20 - დეკ — 15:57
  • მთვარის მე-14 დღეს რეკომენდებულია კუჭ-ნაწლავის სისტემის გაწმენდის პროცედურების ჩატარება და მშრალი შიმშილობა. თუ ასეთი მკაცრი ზომებისთვის მზად არ ხართ, ეცადეთ სითხის ზედმეტად მიღებისგან მაინც შეიკავოთ თავი ორი მიზეზით: შეიძლება მოიწამლოთ ან შეშუპება განგივითარდეთ. სასურველია ნიკოტინისა და ალკოჰოლზე უარის თქმაც.

  • მე-15. 21 - დეკ — 16:39
  • გადახედეთ თქვენი კვების რეჟიმს. მიირთვით სასარგებლო და ენერგეტიკულად მდიდარი პროდუქტები. მთვარის მე-15 დღეს მიღებული პროდუქტების მაღალი ხარისხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შეგიძლიათ რაციონში შეიტანოთ ხორცი, რადგან ის თქვენს ორგანიზმს ზუსტად საჭირო ოდენობის ენერგიას მისცემს. მენიუ უნდა იყოს მრავალფეროვანი. როგორც წინა დღეებში, მიირთვით ბევრი ბოსტნეულის კერძი და ფაფები, ასევე სეზონური, ჯანსაღი ხილი. არ არის სასურველი მაგარი ჩაის, ყავისა და სპირტიანი, თუნდაც დაბალალკოჰოლური სასმელების მიღება, რადგან ისინი არათუ სიამოვნებას ვერ მოგანიჭებთ, თქვენს ორგანიზმზეც მავნე ზემოქმედებას მოახდენს. მიიღეთ მცირე რაოდენობით ძახველი ან ჩაიში ჩაუმატეთ.

  • მე-16. 22 - დეკ — 17:30
  • თუ მზარდ მთვარეზე მკაცრ დიეტას იცავდით, ახლა შიმშილობა არ ღირს. გასულ დღეებში ისედაც  ბევრი ძალები დაკარგეთ და მას აღდგენა ჭირდება. საკვები უნდა იყოს კალორიული, მაგრამ მცირე პორციებით, რათა ორგანიზმს საკვების გადამუშავების მაინც არ დასჭირდეს ბევრი ენერგია. ორგანიზმმა თვითწმენდა უნდა განიცადოს. არ შეანელოთ ეს პროცესი მძიმე საკვების მიღებით. არ ღირს ხორცისა და თევზის ზედმეტად მიღება, რადგან ამ პროდუქტებს დღეს ორგანიზმი კარგად ვერ აითვისებს. მთვარის მე-16 დღეს სისხლი განახლების პროცესშია. ძალიან დიდ სარგებელს მოგიტანთ რძე და უცხო სუნელი, ასევე კერძები ქურქუმათი. მენიუში ისევ ხილისა და ბოსტნეულის სალათები, მსუბუქი სუპები და ხორბლეულის ფაფები უნდა ჭარბობდეს. აკრძალულია ალკოჰოლური სასმელები, არანატურალური წარმოშობის პროდუქტები და ტკბილეული. არ ღირს ცილოვანი საკვების, კერძოდ სოკოს ზედმეტი დოზებით მირთმევა. 

  • მე-17. 23 - დეკ — 18:29
  • მთვარის მე-17 დღეს სასურველია საზეიმო სადილის ან ვახშმის ორგანიზება. მოამზადეთ კერძები, რომლებიც ადრე არასდროს გაგიკეთებიათ. დაე, ეს იყოს რაიმე ისეთი, რაც თქვენც და თქვენს ახლობლებსაც ძალიან მოეწონებათ და თან დღესასწაულსა და კარგ განწყობას დაუკავშირდება. ახალი, ჯერ გაუსინჯავი კერძის მომზადება მთვარის მე-17 დღეს თქვენს ოჯახში ერთგვარ რიტუალად უნდა იქცეს. დღეს სხვადასხვა ნაციონალური სამზარეულოს ხორცისა და თევზის კერძების მირთმევას ნუ მოერიდებით. აუცილებლად გასინჯეთ ეგზოტიკური ბოსტნეული და ხილი. დღეს ერთადერთი დღეა, როცა თქვენი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო იქნება ნატურალური ღვინო, განსაკუთრებით - წითელი. მხოლოდ მის ხარისხში დარწმუნებული უნდა იყოთ. კარგი იქნება ზღვის პროდუქტების, უფრო ხამანწკების მირთმევა. იგრძენით თავი ნამდვილ გურმანად, მაგრამ არა ღორმუცელად. ჭამეთ ცოტა, დატკბით გემოს სიფაქიზით. მთვარის მე-17 დღეს მნიშვნელოვანია არა მირთმეული საკვების ოდენობა, არამედ მისი ხარისხი. 

  • მე-18. 24 - დეკ — 19:37
  • ამ დღეს ასტროლოგები ნებისმიერი სახის სპირტიანი სასმელის მიღებას ადებენ ტაბუს. გამონაკლისია მხოლოდ ღვინო, ისიც უმცირესი დოზით. განსაკუთრებული აკრძალვა არაყს ეხება. ორგანიზმის უარყოფით რეაქციას გამოიწვევს ისეთი დაბალალკოჰოლური სასმელიც კი, როგორიც ლუდი და შუშხუნა ღვინოა. ისევე, როგორც წინა დღეს, შეგიძლიათ ხორციანი კერძები მიირთვათ, მხოლოდ ზომიერად. მთვარის მე-18 დღეს დიდ სიამოვნებას და სარგებელს მოგიტანთ რაციონში თხილეულის ჩართვა - ნიგოზი, არაქისი, ნუში, ფისტაშკები და ა.შ. თუ რაიმე ახალი, ჯერ გაუსინჯავი გემოს მოსინჯვა მოგინდებათ, თავს ნუ შეიკავებთ. გაანებივრეთ საკუთარი თავი და მოამზადეთ რომელიმე ნაციონალური სამზარეულოს კერძი. 

  • მე-19. 25 - დეკ — 20:48
  • მთვარის მე-19 დღეს საკვების მიღებისას წინდახედულობის გამოჩენა გმართებთ, რადგან შესაძლოა მოიწამლოთ. მსუბუქი საჭმელი მიირთვით. შეარჩიეთ მრგვალი ფორმის ბოსტნეული: პომიდორი, კომბოსტო, კარტოფილი, თალგამი, ხახვი. მოერიდეთ პროდუქტებს, რომელთაც მოგრძო ფორმა აქვს: სტაფილო, ყაბაყი, ბადრიჯანი, კიტრი და ა.შ. 

  • მე-20. 26 - დეკ — 22:02
  • მთვარის მე-20 დღეს შეგიძლიათ ეგზოტიკურ კერძებზე ექსპერიმენტები ჩაატაროთ. ივახშმეთ რესტორანში მეგობრებთან ან ახლობლებთან ერთად. ერთადერთი, რაზეც ამ დღეს უარი უნდა თქვათ - ფრინველის ხორცია.

  • მე-21. 27 - დეკ — 23:15
  • მთვარის 21-ე დღეს მიირთვით კერძები, რომლებშიც დიდი წილი სტაფილოა. მოამზადეთ ბორში ან სტაფილოსა და ჭარხლის სალათი. ღვიძლს ძალიან ნუ გადატვირთავთ. შეზღუდეთ ალკოჰოლის მიღებაც. აჯობებს თუ მარწყვის ან ბროწეულის წვენს დალევთ. შეიძლება ითქვას, რომ ამ დღეს საკვებზე მკაცრი შეზღუდვები არ არის. ცოტ-ცოტა ყველაფერი მიირთვით, რაც მოგინდებათ. 

  • მე-22. 29 - დეკ — 00:25
  • ბოლოს და ბოლოს, დადგა დღე, როცა ტკბილეული სარგებელს უფრო მოგიტანთ, ვიდრე რაიმეს გავნებთ. უპირატესობა მიანიჭეთ ბოსტნეულის კერძებს ნებისმიერი ფორმით: ცოცხალი, მოშუშული, მოხარშული ან შემწვარი. მიირთვით რძის პროდუქტები და ყველაფერი, რაც ბურღულეულისგანაა დამზადებული. მთვარის 22-ე დღეს დანაყრება გაგიჭირდებათ, ამიტომაც ბევრი საჭმელი არ გავნებთ. შეიძლება მოგეჩვენოთ კიდეც, რომ თქვენს კუჭს ფსკერი აღარ აქვს, მაგრამ ეს ასე არ არის. არ ღირს სუფრაზე და მაცივარში შენახული ყველა კერძის განადგურება. მთავარია, დაიჭიროთ მომენტი, როცა ორგანიზმი მიხვდება, რომ საკმარისია და გაჩერების დრო დადგა. გახსოვდეთ, დღეს მირთმეულმა ზედმეტმა საკვებმა შესაძლოა თავი ხვალ დილას გაგახსენოთ.

  • მე-23. 30 - დეკ — 01:33
  • მთვარის 23-ე დღეს ხორცის კერძების მირთმევა არ ღირს, რადგან ხორცი აგრესიული პროდუქტია. მცენარეული და რძის საფუძველზე დამზადებული საკვები უნდა ამჯობინოთ. დაუშვებელია მაგარი ჩაის, ყავისა და ალკოჰოლური სასმელების მიღება, რადგან ეს ისედაც ნერვული სისტემის აღგზნებას იწვევს, დღეს კი მძვინვარების შეტევამდე შეიძლება მიგიყვანოთ. გუშინდელი დღის მსგავსად, შესაძლოა უზომო მადა აღმოგაჩნდეთ. თავი შეიკავეთ და კუჭის მოთხოვნილებებს ნუ დაემორჩილებით. უფრთხილდით მომნელებელ ორგანოებთან დაკავშირებულ დაავადებებს.

  • მე-24. 31 - დეკ — 02:39
  • მთვარის 24-ე დღეს შიმშილობა არ ღირს. პირიქით, შეეცადეთ შეარჩიოთ მრავალფეროვნი საკვები რაციონი. ყურძენი მიირთვით. ნატურალური ღვინო ამ პერიოდში სასარგებლოა. მიირთვით: რძე, კეფირი, იოგურტი, ხაჭო, ყველი და სხვა შემჟავებული რძის პროდუქტები.

  • მე-25. 1 - იან — 03:45
  • უმჯობესია შიმშილობა. მძიმე საკვებს ნუ მიიღებთ. საკვებს, რომელიც დიდი რაოდენობით ცილებს შეიცავს, მოერიდეთ. მაგ.: სოკო. ასევე გოგრაზეც უარი თქვით. სითხე დიდი რაოდენობით მიიღეთ, რადგანაც ის შლაკების გამოდევნას ხელს უწყობს. რძის პროდუქტები შეგიძლიათ გამოიყენოთ, ოღონდ მცირე რაოდენობით.

  • მე-26. 2 - იან — 04:48
  • ისევე, როგორც წინა დღეს მძიმე პროდუქტები ამ დღესაც იკრძალბა. ხორცის, თევზის და ზღვის პროდუქტების მიღება არ ღირს, ასევე არც კვერცხის და სოკოს. ამ დღეს კვების მიმართ ურალოება კარგია. შეამცირეთ საკვების რაოდენობა, ან თუ შიმშილობას მოახერხებთ კიდევ უფრო უკეთესია.

  • მე-27. 3 - იან — 05:50
  • საკვები, რომელიც ამ დღეს მზადდება, განსაკუთრებით ხორცეული, ლოცვით განწმენდას საჭიროებს. სპირტიან სასმელებზე უარი თქვით. გამონაკლისის სახით მხოლოდ ღვინოა დასაშვები, ოღონდ მცირე დოზით. კერძების სათანადოდ შესუნელება რეკომენდებულია. გამოიყენეთ: წიწაკა — შავი და წითელი, ჩილი, მიხაკი, პაპრიკა, ყვითელი კოჭა, კარი და ა. შ. კუჭს ნუ გადატვირთავთ. უმჯობესია რაიმე სუპის მომზადება.

  • მე-28. 4 - იან — 06:49
  • ამ დღეს ყველა პროდუქტის გამოყენება დასაშვებია, მაგრამ მცირე რაოდენობით. საკვებს მეტი მწვანილი დაუმატეთ: კამა, ოხრახუში, ნიახური, დაფნის ფოთოლი, ქინძი და სხვა. საკვების მიღებამდე ლოცვა აუცილებლად წაიკითხეთ. რაციონი სასურველია მრავალფეროვანი იყოს, მაგრამ ხილი და ბოსტნეული უნდა ჭარბობდეს. განსაკუთრებით სასარგებლოა ტხილეული: კაკალი, მიწის თხილი, ნუში და ა.შ.

  • მე-29. 5 - იან — 07:45
  • ხორცის პროდუქტებზე უარის  თქმა ამ პერიოდში რეკომენდებულია. ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო აკრძალულია. სცადეთ ექსპერიმენტი კულინარიაში, მაგრამ მცენარეულ პროდუქტებს უპირატესობა მიანიჭეთ. თუ შეატყობთ, რომ კუჭს დასვენება ესაჭიროება, იშიმშილეთ.

  • მე-30. 6 - იან — 08:35
  • ამ დღეს ისეთი საკვების მიღებაა უმჯობესი, რომელიც არ დაგვამძიმებს. როგორც წინა დღეს აქცენტი ხილზე და ბოსტნეულზე გააკეთეთ. ცოტაოდენი საკონდიტრო ნაწარმიც დასაშვებია.

07:4510ახალმთვარეობა (6 იან 2019 — 05:24)  სავსემთვარეობა (22 დეკ 2018 — 21:44) 
ამჟამად მთვარის მე-11 დღეა (Tbilisi);

პროფესიონალ ასტროლოგებში არის აზრთა სხვადასხვაობა, თუ როგორი უნდა იყოს კვება მთვარის მე-11 დღეს. ერთნი ამბობენ, რომ საკვები დიდი ოდენობით კალორიებს უნდა შეიცავდეს, რადგან აქტიური დატვირთვის ფონზე მათი ხარჯვის მაჩვენებელი მაღალია. მეორენი კი მიიჩნევენ, რომ ამ დღის რაციონი ძირითადად მარცვლეულის პროდუქტებისგან უნდა შედგებოდეს, სულაც უმჯობესია თუ საკვებზე უარს იტყვით, რადგან ამ დღეს ორგანიზმი კოსმოსიდან ენერგიის მძლავრ ნაკადებს იღებს. მიენდეთ თქვენს ინტუიციას, ორგანიზმმა თავად იცის, რა სჭირდება ნორმალური ფუნქციონირებისთვის. კარგი იქნება, თუ უკიდურესობაში არ გადავარდებით და ოქროს შუალედს დაიცავთ. თუ გრძნობთ, რომ თქვენი ორგანიზმი დასუსტებულია და ენერგია არ ჰყოფნის, მეტი კალორია მიიღეთ. თუ სიმძიმეს განიცდით, ე.ი. შიმშილობის დრო დამდგარა. სვით რაც შეიძლება მეტი ახალი წვენი, მიირთვით კენკროვნები და ხილის სალათები.