პირადი ჰოროსკოპი

შეუკვეთე და მიიღე შენი პირადი ჰოროსკოპის ანალიზი!

მოცულობა: 15-25 გვერდი A4;
ენა: ქართული;
ღირებულება: 20

პირადი ჰოროსკოპის ინტერპრეტაცია

თქვენი პირადი ჰოროსკოპი თქვენს პიროვნებას, ხასიათს, პოტენციურ ძლიერ და სუსტ მხარეებს და შესაძლებლობებს აღწერს ისე, როგორც ასტროლოგიაშია მიღებული. ის თქვენი დაბადების თარიღის, დროისა და ადგილის მიხედვით დგება და ამიტომ სრულიად უნიკალურია, ინდივიადუალურად, მხოლოდ თქვენთვის არის განკუთვნილი. მზე, მთვარე, სხვა პლანეტები და ასცენდენტი (ჰორიზონტზე ამომავალი ნიშანი) მათი მდებარეობის მიხედვითაა (ზოდიაქოს ნიშნებში და სახლებში) განხილული. აგრეთვე პლანეტებს შორის ასპექტებია მოცემული. სავსებით შესაძლებელია თქვენი პირადი ჰოროსკოპის კითხვისას ურთიერთ საპირისპირო თვისებები დაინახოთ. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენში მრავალფეროვანი, ხანდახან ურთიერთ დაპირისპირებული ენერგიაა. შესამაბისად ეს ურთიერთ განსხვავებული ენერგიები ხანდახან ერთმანეთს აწონასწორებენ, ხანდახან კი შინაგან კომფლიქტს წარმოშობენ და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მღელვარებას იწვევენ.

პირადი ჰოროსკოპის კითხვისას გახსოვდეთ, რომ ის ენერგიები და თვისებები, რაც აქ არის აღწერილი, დაბადებიდან ჩადებული პოტენციალია. ხოლო მათი განვითარება ან არჩევა თქვენზეა დამოკიდებული. თქვენს ასაკზე, სქესზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე, განათლებაზე, გარემო პირობებზე, განვითარების ეტაპზე და სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული თუ როგორ გამოავლენთ თქვენში ჩადებულ პოტენციალს და თვისებებს. გახსოვდეთ, რომ პლანეტები ჩვენ არაფერს არ გვაიძულებენ. ისინი მოქმედებენ ჩვენზე, მაგრამ ჩვენ თავისუფალი ნება გვაქვს, რომ საკუთარი ცხოვრება თავად წარვმართოთ განვითარებისკენ.

რა მონაცემებს შეიცავს პირადი ჰოროსკოპი?
ასცენდენტი
პლანეტების ასპექტები ასცენდენტთან
პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში
პლანეტები სახლებში
სახლები ზოდიაქოს ნიშნებში
სახლების მმართველები სახლებში
მაჟორული ასპექები პლანეტებს შორის
მინორული ასპექები პლანეტებს შორის
შავი და თეთრი მთვარე, კარმული კვანძი

ვიდეო ინსტრუქცია

როგორ შევადგინოთ პირადი ჰოროსკოპი საიტზე: www.astro.ge ?!

როგორ შევადგინოთ პირადი ჰოროსკოპი საიტზე: www.astro.ge ?!სიახლე ქართულ ინტერნეტ სივრცეში

Posted by Astro on Wednesday, June 24, 2015


პირობები

შეკვეთა შესაძლებელია ვიზა, მასტერქარდ ბარათებით. საკრედიტო ბარათით გადახდის უსაფრთხოება დაცულია ბანკის სისტემით. პირადი ჰოროსკოპის შეკვეთისთვის საჭიროა:
1.რეგისტრაციის გავლა და ავტორიზაცია;
2. თქვენი მონაცემების შევსება(დაბადების დრო, ადგილი);
3. გადახდა ღილაკის დაჭერის შემდეგ თქვენ გადამისამართდებით ბანკის ინტერნეტ გვერდზე და აირჩევთ გადახდის მეთოდს. რის შემდეგაც შეიყვანთ თქვენი ბარათის მონაცემებს და განახორციელებთ გადახდას. მონაცემთა გადაცემა ხორციელდება უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით ბანკის ინტერნეტ გვერდზე. ინფორმაცია გადაიცემა დაშიფრული სახით და ინახება მხოლოდ სპეციალიზირებულ საბანკო სერვერზე. რამდენიმე წამში დაგიდასტურდებათ შეკვეთის შედეგი და პირადი ჰოროსკოპს მიიღებთ/გადმოწერთ PDF და HTML ფორმატში.
4. გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება (კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა)!
ვრცლად ▼

► PDF ნიმუში

შეავსეთ პირადი მონაცემები


41N43 44E47

საკონტაქტო მონაცემები

დაგვიკავშირდით ყოველ დღე: 10:00-დან 11:00 საათამდე.

თბილისი ჟ. შარტავას 41

+(995) 591 409 629